დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 04 / 2019 16:28
დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დაავადებული და გამხმარი ფიჭვების გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ახალი, ჯანსაღი ხეების დარგვა დაიწყო.
ხეების დარგვა ამ ეტაპზე კარტოზია-ცინცაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში 60 ძირი, 4 მეტრზე მაღალი უნაყოფო თუთა დაირგვება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად ახალი და ჯანსაღი ხეები აღმაშენებლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და დიდუბის ხიდთან დაირგო.
სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ტეგები