ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 10:18
ქრთამის აღების ფაქტზე გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ბთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ბმოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის
მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი ბსპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის ბგამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ბგამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში
დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე ბმუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების ბაღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ტეგები