ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 10:40
ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ტაივანში მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრიავრცელებს.

ეპიცენტრი ტაივანის აღმოსავლეთ სანაპირზე მდებარეობდა.  სტიქიის გამო დროებით შეწყდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა. სკოლებიდან მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყო.

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ კი, ატომურ ელექტროსადგურებში №1 и №2 საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტეგები