ტარიელ ონიანის ექსტრადირება რუსეთიდან ესპანეთში მოხდება
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 12:58
ტარიელ ონიანის ექსტრადირება რუსეთიდან ესპანეთში მოხდება

ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს, იგივე ტაროს რუსეთი საერთაშორისო ძებნის საფუძველზეб ესპანელ სამართალდამცველებს გადასცემს. ამის შესახებ "პირველი" წერს.

ესპანეთი ონიანს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს.

ონიანი რუსეთის ციხეში ექსტრადირებამდე დარჩება.

ონიანი 9 აპრილს რუსეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს, თუმცა იმავე დღეს როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი დააკავეს, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლომ ონიანი 40 დღით 19 მაისამდე დააკავა.

ტეგები