მედპერსონალის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 14:43
მედპერსონალის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა, ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა, კანონით დაისჯება.

საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა.

ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის რამე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.

ცვლილების ავტორთა განმარტებით, ინიციატივა განპირობებულია პაციენტის უფლებით, მიიღოს ადეკვატური, დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება. საქმიანობის დროს მედპერსონალზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზემოქმედება კი, პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას აფერხებს.

ამჟამად საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილება.

ტეგები