8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძე სასამართლოში შეუძლოდ გახდა
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 15:22
8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძე სასამართლოში შეუძლოდ გახდა

გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. "პირველი არხის" ინფორმაციით, ამ მოტივით, სხდომა 2 მაისისთვის გადაიდო.

როგორც დახურული პროცესის გადადების შემდეგ, მხარეებმა განმარტეს, ბრალდებული იაგო ნებიერიძე სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა.

ადვოკატი მარიამ პაპოშვილის განმარტებით, ნებიერიძეს გაუჭირდა მეტყველება და ვერ შედიოდა კონტაქტში, რის შემდეგაც მოხდა სასწრაფო დახმარების გამოძახება და ბრალდებული გლდანში, სასჯელაღსრულების N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პროკურორმა არ გამორიცხა, რომ იაგო ნებიერიძემ დღეს კიდევ ერთხელ, სხდომის გაჭიანურება სცადა. ნანა გუგუტიშვილის განმარტებით, პროკურატურა შემდგომ პროცესზე მოითხოვს ბრალდებულის ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენას.

ტეგები