საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 16:20
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება ჩვენს რაიონში აქტიურადმიმდინარეობს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაკმაყოფილოთ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ამ დროისთვის, 60-მდე სხვადასხვა პროექტია დაფინანსებული“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

მიმდინარე წელს სადარბაზოების რეაბილიტაცია რვა მისამართზე უკვე განხორციელდა. ვაჟა-ფშაველას N26-ის პარალელურად, სამუშაოები დამატებით, 14 მისამართზე მიმდინარეობს.

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ამ დროისთვის, 11 ლიფტისრეაბილიტაცია ხორციელდება, შვიდი ლიფტის შეკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

საბურთალოს გამგეობის მიერ სადარბაზოების რეაბილიტაცია 406 621 ლარით, ხოლო ლიფტების შეკეთება 426 241 ლარით ფინანსდება.

ტეგები