"გთხოვთ, ნუ დამიტოვებთ შვილს ამ ვერაგი დაავადების პირისპირ მარტო"
ამობეჭდვა · 18 / 04 / 2019 21:09
"გთხოვთ, ნუ დამიტოვებთ შვილს ამ ვერაგი დაავადების პირისპირ მარტო"

8 თვის თეკლა ხოსიტაშვილს დაავადებასთან საბრძოლველად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"მოგესალმებით, მე ვარ ანანო ქვლივიძე, 8 თვის თეკლა ხოსიტაშვილის დედა და მოგმართავთ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თხოვნით:

ჩემს თეკლას დაუდგინეს სპინალური ატროფია (Spinal Muscular Atrophy), რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და 2016 წლამდე უკურნებელიც კი იყო. თუმცა, 2016 წლის შემდეგ არსებობს წამალი Spinraza, რომელიც პაციენტებს ეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში. თეკლა მიგვყავდა საფრანგეთში, იმის იმედად, რომ კლინიკა მიიღებდა და აღნიშნული წამლით უმკურნალებდა, თუმცა გზაში ის ძალიან ცუდად გახდა და იძულებული გავხდით დავშვებულიყავით უნგრეთში. ამჟამად ბუდაპეშტის კლინიკაში ვართ და ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ამ მიზეზით, ექიმები არ გვიშვებენ სხვა მიმღები კლინიკის თანხმობის გარეშე. გვქონდა მიმოწერა არაერთ კლინიკასთან, ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ Universitätsmedizin Göttingen (UMG) თანხმაა ჩაუტაროს თეკლას აუცილებელი მკურნალობა, თუმცა დიდი თანხის სანაცვლოდ: Spinraza ძვირადღირებული პრეპარატია, კლინიკა ითხოვს წინასწარ, მკურნალობის დაწყებისთვის აუცილებელ 50,000 ევროს გადახდას. ეს ისეთი თანხაა, რასაც ერთი ინდივიდი ვერ აუვა, ამიტომ გათვლილია სახელმწიფოს დაფინანსებაზე, თუმცა ჩვენი ქვეყანა ამხელა თანხის გაღებისთვის მზად არ აღმოჩნდა...

⚠️⚠️⚠️ამიტომ #გთხოვთდაგვეხმაროთ ნუ გამწირავთ და ნუ დამიტოვებთ შვილს ამ ვერაგი დაავადების პირისპირ მარტო.ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მკურნალობა დავიწყოთ ძალიან მალე. დღეებიც კი უკიდურესად დიდი მნიშვნელობისაა. თუ ვერ მოვახერხეთ მკურნალობის დროულად დაწყება, შედეგი სავალალო იქნება, რადგანაც ამ დიაგნოზით პაციენტების უმრავლესობა 2 წლამდე თუ ცოცხლობს...
მე, თეკლას დედა, უმორჩილესად გთხოვთ და გევედრებით, დამეხმარეთ. არ გვაქვს იმისი ილუზია, რომ ერთი ფიზიკური პირისგან ან ერთი კომპანიისგან სრულად მივიღებთ ამხელა თანხას, თუმცა საზოგადოების ჩართულობით და ბევრი ადამიანისა და კომპანიის მონაწილეობით ყველაფერი შესაძლებელია, გულწრფელად გვჯერა ამისი. გთხოვთ, დაეხმარეთ პატარა გოგონას, რომელსაც სიცოცხლე სწყურია. შემზარავია იმისი გააზრება, დღეს, 2019 წელს, მკურნალობას ვერ ვახერხებთ იმის გამო, რომ შესაბამისი თანხის მობილიზებას ვერ ვახდენთ...
გვესაჭიროება ნებისმიერი თანხა, რის გაღებასაც შეძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია, ხმა მიაწვდინოთ სხვებს, რათა ყველამ გაიგოს ჩვენი მდგომარეობის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ პატარა გოგონას სიცოცხლე იხსნათ! გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში! ერთად ყველაფერი შესაძლებელია!!!", - წერს ანანო ქვლივიძე.

საბანკო ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი : ( კოდი საზღვარგარეთიდან გადმორიცხვისათვის - BAGAGE22)

GE77BG0000000161005359

თი ბი სი ბანკი ( კოდი TBCBGE22)

GE12TB7723936010100008

ლიბერთი ბანკი (კოდი LBRTGE22)

GE20LB0711167348578000

სამივე ანგარიშის მიმღებია ნინო აბესაძე

Pay pal : ni.abesadze77@gmail.com

თეკლას დედის საკონტაქტო facebook: https://www.facebook.com/anano.qvlividze

ტეგები