ვარკეთილში ერთი პირი დაჭრეს
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2019 11:56
ვარკეთილში ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.