კორპუსის მე-8 სართულიდან ქალი გადმოვარდა
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2019 13:30
კორპუსის მე-8 სართულიდან ქალი გადმოვარდა

ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მაღალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.