შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ბათუმში, 20 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების შესახებ
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2019 17:36
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ბათუმში, 20 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარათონ „THE GREAT BATUMI RACE”-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში, 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ან აიკრძალება. 

კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება: 

- შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე - იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;

- იუსტიციის სახლიდან - რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება: 

- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე - რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;

- მემედ აბაშიძის ქუჩაზე - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;

- დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე - მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე; 

- ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე - დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე; 

- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე - ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე; 

- ნოდარ იმნაძის ქუჩაზე - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე; 

- კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე - ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე; 

- მერაბ კოსტავას ქუჩაზე - კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;

- ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე - მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე; 

- ვალენბერგის ქუჩაზე - ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე; 

- იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე - საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე. 

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.