"ლიბერთი ბანკს" თავს მწვანე კოსტუმიანები დაესხნენ" - ახალი დეტალები თვითმხილველისგან
ამობეჭდვა · 19 / 04 / 2019 19:25
"ლიბერთი ბანკს" თავს მწვანე კოსტუმიანები დაესხნენ" - ახალი დეტალები თვითმხილველისგან

"იარაღი ჰქონდათ და სამნი იყვნენ მწვანე კოსტუმები ეცვათ", - ლიბერთი ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი თავდასხმის დეტალებს ყვება. თვითმხილველი ქალის ცნობით, მან დამნაშავეები დაინახა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ.

შეიარაღებული თავდასხმა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკზე დღეს დილით მოხდა. შედეგად დაშავებულია ორი ქალბატონი. 

ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ისინი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ორივე მათგანს თავის ტვინის შერყევა აქვს, მდგომარეობა სტაბილურია. 

მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება, ამ დრომდე უცნობია, ისევე როგორც უცნობია მათი ადგილსამყოფელი. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

 


წყარო