ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 12:08
ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობების დროს მოკლული ჟურნალისტის საქმესთან კავშირის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები 18 და 19 წლის არიან.

29 წლის ლაირა მაკქი ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლეს, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებენ.