პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 17:23
პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

პარიზში ყვითელჟილეტიანების მორიგ აქციაზე 126 აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ The Local-ი წერს.

დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს ქვები ესროლა.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ყვითელჟილეტიანების 23-ე აქციაზე უსაფრთხოებას 60 ათასი პოლიციელი იცავს.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. დემონსტრანტები ჯერ საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. ვითარების დასარეგულირებლად მაკრონის მთავრობამ შესაბამისი ზომები მიიღო, თუმცა აქციის მონაწილეები ქუჩებში ყოველ შაბათ დღეს მაინც გამოდიან.

 

ტეგები