ვინსენ კასელს და ტინა კუნაკის გოგონა შეეძინათ
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 18:20
ვინსენ კასელს და ტინა კუნაკის გოგონა შეეძინათ

ვინსენ კასელს და ტინა კუნაკის გოგონა შეეძინათ. ამის შესახებ ფრანგი მსახიობი „ინსტაგრამზე წერს.

''Amazonie est née – ამაზონი დაიბადა'' - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

უცხოური პრესის ინფორმაციით, ახალგაზრდა დედა და პატარა ამაზონი თავს კარგად გრძნობენ.

წყვილმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო და შარშან იქორწინა. ამაზონი კასელისთვის მესამე შვილია, მას ყოფილი მეუღლისთან, მონიკა ბელუჩისგან 2 ქალიშვილი ჰყავს.

 

ტეგები