როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 19:32
როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ნაირა მანველიშვილის თქმით, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში ღამით მოთოვს. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 12-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში – 8-13 გრადუსი.

„23 აპრილისთვის კვლავ ველოდებით ნალექიან ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაქსიმალური ტემპერატურა თანდათანობით 15 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე იქნება“, – განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.

მისვე თქმით, ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-25 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 23 გრადუსამდე.

ტეგები