5 თვის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 20 / 04 / 2019 22:55
5 თვის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ დავით სარალიძის პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობები სრულად გაითვალისწინა .

მოსამართლის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ხელმეორედ გამეორების და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაწილობრივ აღიარებს ბრალს. მათ შორის აღიარებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში ცოლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს შვილის მიმართ ძალადობას.

ამასთან, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლოა დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს. საქმის არსებითი განხილვა 10 ივნისიდან დაიწყება.

„2019 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ცოტნე დადიანის ქუჩა N104-ში სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით მყისიერად დააკავეს ამავე მისამართზე მცხოვრები 1993 წელს დაბადებული დავით სარალიძე , რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ტატევიკ პეტროსიანს და სიდედრს რუზანა ზაკარიანს.

ამასთან, საავადმყოფოშია გადაყვანილი ბრალდებულის ჩვილი ნიკოლოზ სარალიძე, რომელსაც მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა რუზანა ზაკარიანის ხელიდან გამორთმევის შედეგად“- აცხადებენ პროკურატურაში.

ტეგები