შრი-ლანკაში აფეთქებებს 160 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 10:35
შრი-ლანკაში აფეთქებებს 160 ადამიანი ემსხვერპლა

შრი-ლანკას სასტუმროებსა და ტაძრებში მომხდარი აფეთქებების შედეგად 160 ადამიანი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან.

შრი-ლანკას დედაქალაქ კოლომბოსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში აღდგომნის დღესასწაულის დროს ტაძრებსა და სასტუმროებში 6 აფეთქება მოხდა.

ტერაქტთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავრობის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

ტეგები