შსს-მ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 10:48
შსს-მ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული შ.ბ., ბინის  გაქურდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი  ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ტეგები