უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 10:52
უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი იბრძვიან. 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება.

მანამდე კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%. 

ტეგები