პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 11:20
პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა (ვიდეო)

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმდენი გაზი გამოიყენა, რადგან დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.
 
დაზიანებულია შსს-ს მანქანები და ტექნიკა, რამდენიმე პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. პანკისშია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე.

"ქრონიკასთან" კომენტარი შპს "ფერის" აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა და რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო.

"აქ შენდება 5,4 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც ბუნებას მინიმალურ ზარალს მოუტანს. ეს დასკვნა ჩვენმა ექსპერტებმა დადეს. მოსახლეობას ეს ჰესი ბევრ სიკეთეს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვალდებულება არ იყო მათ დავპირდით სასმელი და სარწყავი სისტემის მოგვარებას, 100 ადამიანის დასაქმებას ომალო-ბიკრიანის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე. ამ ყველა პირობას შევასრულებთ, "- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ტეგები