შრი-ლანკაში მე-7 აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 12:53
შრი-ლანკაში მე-7 აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაში  აფეთქებების სერია გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით დღეს რიგით მე-7 აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია სად მოხდა აფეთქება და დაშავდა თუ არა ვინმე.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკის დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში სააღდგომო დღესასწაულის დროს ტაძრებსა და სასტუმროებში 6 აფეთქება მოხდა. შემთხვევების შედეგად, სულ მცირე, 160 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დაღუპულთა შორის უცხოელებიც არიან.

ტეგები