"მწყრალად უნდა იყო მორალთან, რომ კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო "
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 13:06
"მწყრალად უნდა იყო მორალთან, რომ კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო "

მწერალი და ესეისტი პაატა ქურდაძე მარტვილში15 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"თითმკვლელობა არ არის ისეთი მარტივად ასახსნელი აქტი, რომ ასე, დამწუხრებული მეზობლების ემოციური ვარაუდების საფუზველზე დაადგინო მისი მიზეზი და ქვეყანას მოსდო. მთელი საღამოა აბსოლუტურად ყველა გამოთქვამს თავის აზრს გარდა იმ სპეციალისტებისა, ვის კომპეტენციაშიც შედის თვითმკვლელობის პრობლემა მე არ ვიცი საქართველოში არსებობს თუ არა სუსიდოლოგიის სპეციალისტები, მაგრამ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები რომ უამრავია ეს ყველამ ვიცით. ნებისმიერი მათგანი დამიდასტურებს რომ თვითმკვლელობის მიზეზის გარკვეული სიზუსტით დადგენის ერთად ერთი საშუალება თავად თვითმკვლელის წერილობითი , ან რაიმე სხვა ფორმის დატოვებული შეტყობინებაა, რომ ამ მომენტში ადამიანი ფსიქიური პათოლოგიის მდგომარეობაში იმყოფება და დაზუსტებით თქმა თუ რა მოხდა მის თავში, რატომ მოიკლა თავი თითქმის შეუზლებელია. მით უმეტეს ასე უცებ არ ხდება თავად აქტზე გადასვლა. არსებობს უამრავი ნიშანი რომელსაც იზლევა პიროვნება და აქტზე მაშინ გადადის როდესაც გადარჩენის ყველა რესურსი ამოწურული აქვს.
თვითმკვლელობა მოზარდებში სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა მთელს მსოფლიოში. როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში. ჩვენი უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ პრევენციის სერვისები არ არსებობს და არა ეს სრულიად აბსურდულობამდე რეზოლუციური მტკიცება, რომ საბრალო ბიჭი შიმშილობდა და სირცხვილისგან მოიკლა თავი. თუ კი ეს მართლაც ასეა, ის რასაც ამ საღამოს ვუყურებ, საერთოდ ყოვეგვარი მორალის მიღმაა, საბრალო ბიჭი რომ გადარჩენილიყო და ეს ყველაფერი ენახა და მოესმინა, თუ როგორ ამტკიცებენ საჯაროდ რომ "ბულკის" გამო მოიკლა თავი, ალბათ მეორედ მოიკლავდა თავს სირცხვილისგან.
მართლა სამარცხვინოა ასე გამარტივება ახალგაზრდა, მოზარდიდ ადამიანის პიროვნული ტრაგედიის, მისი ფსიქიკის ტკივილის, ამ ყველაზე ზნელად მისაღები საშინელი გადაწყვეტილების.
ოჯახი?.. : . გამოდის რომ ან სპეციალურად აშიმშილებდნენ ბავშვს,თითონ კი მშვენივრად იკვებებოდნენ, რაც დამეთანხმებით კრიმინალია, ან თვითონ კიდევ უფრო მეტად შიმშილობდნენ რომ ბავშვებს რაღაც ნამცეცი მაინც შეხვედროდათ და რაც ამ ვერსიაში ყველაზე ლოგიკურია. ეს თუ ასეა მართლა ძალიან მწყრალად უნდა იყო მორალთან, ღირსებასთან, უბრალოდ ადამიანობასთან, რომ ასეთ საბრალო ხალხს, იმის ნაცვლად რომ სასწრაფოდ ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზო, ( რასაც მთელს მსოფლიოში აკეთებენ პირველ რიგში) კამერებით დააცხრე თავს პანაშვიდზე და აბსოლუტურად ვულგარული ფორმიტ წამების ტოლფასი დაკითხვები მოუწყო და ამით კიდევ ერთი თვითმკვლელობის პროვოცირება მოახდინო .
უამრავი სისაზაგლე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი.. ეს საბრალო ბიჭი!.. დარწმუნებული ხართ რომ სხვა პრობლემა არ ქონდა, მოზარდისთვის ცოტა უფრო წონადი, ვიდრე შიმშილი? მე არ ვარ დარწმუნებული, რადგან მქონია შეხება ადვილად მსხვრევად მოზარდებთან, რადგან ვიცი რომ მოზარდებში სუსიდი ერთერთი ყველაზე სერიოზული და მზარდი პრობლემაა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და არასდროს არ მივცემ თავს უფლებას ასე უცებ, რამდენიმე წუთში გავამარტივო თხუთმეტი წლის ბიჭის თავმოყვარეობა,მისი ტკივილი და ტრაგედია.
ამ სტატუსს რომ ვწერ ამისაც კი მცხვენია, იმდენად დელიკატური და სათუთია ეს უმძიმესი დრამა, რომლისგანაც ნამდვილი ბაზრის ბალაგანი მოაწყეს დღეს", - წერს ქურდაძე.

ტეგები