პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას 3 პოლიციელიც დაშავდა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 13:43
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას 3 პოლიციელიც დაშავდა

პანკისი ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას შედეგად სამი პოლიციელი და რამდენიმე ადგილობრივი დაშავდა.

დაშავებული სამართალდამცველები თელავის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. რაც შეეხებათ ადგილობრივებს, მათ დახმარება ადგილზევე გაეწიათ.

შეგახსენებთ, რო პანკისის ხეობაში დღეს დაძაბულობა ჰესების მშენებლობის საკითხს მოჰყვა. პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამ ეტაპზე ხეობაში სიმშვიდეა. აქციის მონაწილეთა ნაწილი თელავშია, სადაც შს მინისტრის მოადგილესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ტეგები