გახარიასთან მიმდინარე შეხვედრა პანკისელებმა დატოვეს, მინისტრი პანკისში წავიდა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 14:49
გახარიასთან მიმდინარე შეხვედრა პანკისელებმა დატოვეს, მინისტრი პანკისში წავიდა

კახეთის სამხარეო სამმართველოს შენობა პანკისელების ნაწილმა მიმდინარე მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ დათმობაზე არ წავა, თუ ერთი პოლიციელი მაინც დაშავდება.

ასევე გიორგი გახარიამაც მოადგილესთან ერთად შენობა დატოვა და ისინი პანკისის მიმართულებით გაემგზავრნენ. მოლაპარაკება კი ჩაიშალა.

პანკისში პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს, ადგილობრივებმა შსს-ს მანქანა დააზიანეს.

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.

ტეგები