საქართველოს საელჩო შრი-ლანკაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 15:04
საქართველოს საელჩო შრი-ლანკაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს საელჩო ნიუ დელიში შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"შრი-ლანკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ან/და საქართველს საპატიო საკონსულოს შრი ლანკაში, შემდეგ ნომრებზე:

+919205488477; +918800550573; +9477794 6197

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი:

(+995 32) 294 50 50.

შრი ლანკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში ინდოეთის რესპუბლიკაში (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, მალდივის რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში) და ასევე საქართველოს საპატიო საკონსულოში შრი-ლანკაში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი:

+919205488477; +918800550573; +9477794 6197

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი:

(+995 32) 294 50 50.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ შემოსულა", - აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში დღეს 7 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 185 ადამიანი დაიღუპა და 400-მდე დაშავდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აიღია.

ტეგები