პანკისში შსს-ს ტექნიკა იწვის
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 15:17
პანკისში შსს-ს ტექნიკა იწვის

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა. დაზიანებულია შსს-ს მანქანები და ტექნიკა. გარდა ამისა, იწვის როგორც პოლიციის მანქანა, ასევე ტრაქტორი, რომელიც დღეს დილიდან აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

ადგილისკენ მიემართება შს მინისტრი გიორგი გახარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხეობისკენ მიემართება ასევე სპეცდანიშნულების დამატებითი ძალები.

პანკისში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაძაბულობა ჰესის მშენნებლობის საკითხმა გამოიწვია. მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია.

 

ტეგები