ომბუდსმენი: უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 15:26
ომბუდსმენი: უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!
მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა.
მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!"- წერს ლომჯარია.

ტეგები