გიორგი გახარია - როდესაც შსს-ს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 15:52
გიორგი გახარია - როდესაც შსს-ს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უკვე პანკისოს ხეობაში იმყოფება. "პირველი არხის" ინფორმაციით, მინისტრი სპეცრაზმის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

„როცა შინაგან საქმეთ სამინისტროს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ“,- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.

ტეგები