აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ - გახარია პანკისელებს
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 16:19
აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ - გახარია პანკისელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ იყო აუცილებელი პანკისის ხეობაში ძალების მობილიზება.

მისი თქმით, შსს ვალდებულია, მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველგან დაიცვას. მინისტრის განცხადებით, როცა შსს ჩათვლის, რომ მოქალაქეებს საფრთხე ემუქრება, შესაბამისად იმოქმედებს.

"შსს-ს ოფიაციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ იწყებოდა სამუშაოები და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ითხოვეს პოლიცია.დილით, როდესაც მშენებლები წამოვიდნენ, მათ ამოჰყვა 35 პოლიციელი. მას შედეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, შსს იყო იძულებული, მოეხდინა ძალების მობიზილება. აქ უნდა დავსვათ წერტილი და გავაგრძელოთ შემდეგი",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ჩვენ ერთნი ვართ, ძმები ვართ. აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას", - ასე მიმართა მინისტრმა მოქალაქეებს.

 

ტეგები