გიორგი გახარია: შსს და თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს- პირველ რიგში ხეობის მოსახლების
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 16:27
გიორგი გახარია: შსს და თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს- პირველ რიგში ხეობის მოსახლების

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში იმყოფება. როგორც მან განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ყველას ინტერესს, პირველ რიგში კი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. მინისტრის თქმით ჰესზე ამ ეტაპზე საუბარი მნიშვნელოვანია არა არის, რადგან დაზიანებულია ტექნიკა და დაშავებულები არიან სამართალდამცველები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის და საერთოდ ხეობის მოსახლების პირველ რიგში. ისევე როგორც მშენებლების, რომელსაც ასევე
რისკი ჰქონდა, ესე იგი, მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და ყველაფერს მივხედავთ, ისე როგორც საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს მომსახურეები დაზარალებული, როდესაც ტექნიკა და ტრაქტორი იწვის, მე ვფიქრობ, რომ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოგვარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლებს ესროლეს და დაუშინეს ქვები, ეს არის დაუშვებელი. ყოველთვის როდესაც, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს - იძალადებს და ხელს აღმართავს
სამართალდამცველებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ძალოვანი იმოქმედებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა დათმობაზე ხელისუფლება, გიორგი გახარიამ განაცხადა: „დათმობაზე უნდა წავიდეს ყველა“.

ტეგები