"პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგიტიკული პოტენციალი"
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 16:54
"პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგიტიკული პოტენციალი"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, "შენების მოძრაობის ლიდერის" დავით უსუფაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგიტიკული პოტენციალი.

"პანკისის ხეობაში ქვეყნის მორიგ ნაღმზე აფეთქების პოტენციალი 100-ჯერ მეტია, ვიდრე ენერგიტიკული პოტენციალი. პანკისში, განსაკუთრებით მაჩალიკაშვილების ტრაგედიის შემდეგ, ყველაფერი პოლიტიკურია და არა ეკონომიკური ან ენერგეტიკული. პრემიერს და მთავრობას ამდენი არ ესმით! არც ის ესმით, რომ ამგვარი საკითხების მოგვარებაში პოლიცია და სპეცრაზმი ყველაზე კონტრ-პროდუქტიული ინსტრუმენტია!

ამიტომ, სანამ ვითარების განმუხტვა კიდევ შესაძლებელია, პანკისში უნდა ჩავიდეს საქრთველოს პრეზიდენტი და მოსახლეობას მისცეს გარნტია, რომ შეთანხმების მიღწევამდე ჰესის მშენებლობა არ განახლდება. ცხადია, თუ იგი კვლავ იმას არ ფიქრობს, რომ ის პოლიტიკის მიღმაა და ეს კი პოლიტიკაა", - აცხადებს უსუფაშვილი.

ტეგები