ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ისტორიული შედეგი დააფიქსირა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 20:02
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ისტორიული შედეგი დააფიქსირა

უცხოურ მედიაში ცოტა ხნის წინ, ძალიან საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა.

საქმე იმაშია, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ის იმ 4 მოთამაშეს შორისაა, რომლებმაც 21-ე საუკუნეში 1000 შედეგიანი გადაცემა ისე გააკეთეს, რომ ერთი სამქულიანიც არ ჩაუგდიათ.

ზაზას გარდა ამის გაკეთება შაკილ ო’ნილმა, ჟოაკიმ ნოამ და ბენ სიმონსმა მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია ახლა “დეტროიტ პისტონსის” კალათბურთელია, მანამდე კი “გოლდენ სტეიტის” რიგებში NBA-ის ორგზის ჩემპიონი გახდა.

წყარო: live.ge

ტეგები