უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 21:13
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სადაც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ებრძოდნენ, ეს უკანასკნლი ლიდერობს.

18:00 საათის მონაცემებით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%. 

ტეგები