პეტრო პოროშენკომ არჩევნებში დამარცხება აღიარა
ამობეჭდვა · 21 / 04 / 2019 21:29
პეტრო პოროშენკომ არჩევნებში დამარცხება აღიარა

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა.

მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგი ნათელია.

"ეგზიტპოლის შედეგები ნათელია, რის გამოც მე ჩემს ოპენენტს უნდა დავურეკო და გამარჯვება მივულოცო",- განაცხადა თავის საარჩევნო შტაბში პოროშენკომ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მანამდე ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 25.3%.

ტეგები