შრი-ლანკაზე აფეთქებისას დანიელ მილიარდერს სამი შვილი დაეღუპა
ამობეჭდვა · 22 / 04 / 2019 19:54
შრი-ლანკაზე აფეთქებისას დანიელ მილიარდერს სამი შვილი დაეღუპა

შრი-ლანკაზე აფეთქებებისას დაღუპულთა შორის დანიის უმდიდრესი ადამიანის ანდერს ჰოლჩის შვილებიც არიან. ტერორისტულ თავდასხმას მისი სამი შვილი ემსხვერპლა.

მილიარდერის 4 შვილი შრი-ლანკაზე სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ჩავიდა.   

ბიზნესმენი Asos-ის მეწილეა. 

შრი-ლანკაზე მომხდარი 8 აფეთქების შედეგად 290 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.