სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ სერიალში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ითხოვს
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 10:26
სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ სერიალში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ახალ სერიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის წარმოდგენილი.

„ეს შეცდომა სინოფსისში უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს სცენარისტებს, რომ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო შესწორებები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამ დროისთვის Youtube-ზე სერიალის მე-5 სეზონის 21-ე ეპიზოდის ანონსის ნახვა საქართველოდან არ არის შესაძლებელი.

ტეგები