საპენსიო სისტემიდან ამ დროისთვის 2 900 ადამიანი გავიდა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 12:55
საპენსიო სისტემიდან ამ დროისთვის 2 900 ადამიანი გავიდა

საპენსიოს სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.

ლევან სურგულაძის თქმით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში 750 000 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული, საპენსიო შენატანების მოცულობა კი ამ დროისთვის 175 მილიონი ლარია.

„სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0,4%-ია“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სისტემის დატოვება 1 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.

როგორ შეუძლია 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა, ინსტრუქციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ტეგები