სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს - სერგეენკო პრეზიდენტს პასუხობს
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 13:49
სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს - სერგეენკო პრეზიდენტს პასუხობს

სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა"- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება.

ტეგები