ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში – დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 14:19
ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში – დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

მორიგი ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში – პირველი ბიძგებიდან24 საათის შემდეგ 6,3 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა ვისაიასრეგიონში მოხდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. 24 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაზარალებულ რეგიონებში სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ.

სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.1 მაგნიტუდის ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრა დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ძლიერი ბიძგების შედეგად მანილაშიც ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადმოიღვარა. მომხდარის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ტეგები