შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფომ“ აიღო
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 15:13
შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფომ“ აიღო

შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, შრი-ლანკაში ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. მებრძოლებმა განახორციელეს.

21 აპრილს კათოლიკური აღდგომის აღნიშვნისას ქვეყნის სამ ეკლესიაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, აფეთქება მოხდა ასევე სამ სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, ხოლო 480 კი დაშავებულია.