სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 16:25
სამგორის რაიონში  კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში შენდება.
პროექტის მიმდინარეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი თქმით, დაწესებულების ამოქმედების შედეგად, 230-ით მეტ ბავშვს მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა.
„დავიწყეთ კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობა. აქ 8 ჯგუფი იფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულება მიიღებს 230 აღსაზრდელს, დაასაქმებს 60-მდე ადამიანს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილი იქნება სახანძრო უსაფრთხოება, დამონტაჟდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსათვის იგეგმება.
სამგორის რაიონში ამჟამად 27 ბაღია, მომავალი წლიდან კი ეს რიცხვი 29-მდე გაიზრდება.

ტეგები