ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 17:02
ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მსახიობი გუშინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.

ადვოკატის ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს თუმცა, მსახიობი უარყოფს იმას, რომ ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა. 

ტეგები