შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის ვიდეო გავრცელდა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 19:19

შრი-ლანკაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო მონაწილის ვიდეო გავრცელდა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოში ასახული პირი ერთ-ერთი ტერორისტია. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ზურგჩანთით მოძრაობს და წმ.სებასტიანის ეკლესიაში შედის.

ამ მომენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი აფეთქება მოხდა, რამაც ადგილზე ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.