ლევან ჯიბღაშვილს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ამობეჭდვა · 23 / 04 / 2019 20:32
ლევან ჯიბღაშვილს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გაიზიარა.

პროკურატურის მოითხოვდა ჯიბღაშვილმას 15 000 ლარიანი გირაო გადაეხადა და მანამდე პატიმრობაში დარჩენილიყო. დაცვის მხარემ კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჯიბღაშვილს გირაოს სახით 10 000 ლარი განესაზღვრა და თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლოს მოთხოვნით მსახიობმა ნარკოლოგიური ექსპერტიზა უნდა გაიაროს.

მადლობა უფალს განსაცდელისთვის — განაცხადა ჯიბღაშვილმა სხდომაზე და მედიას ობიექტური გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს გუშინ, 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

ტეგები