„თავისუფალმა საქართველომ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 13:01
„თავისუფალმა საქართველომ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა

ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ: „თავისუფალმა საქართველომ“ (კახა კუკავა), მოძრაობა „თავისუფლებამ“ (კონსტანტინე გამსახურია), „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამ (გოჩა ჯოჯუა) და „ჰელსინკის ჯგუფმა“ (ავთანდილ რცხილაძე) მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის წევრობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძის კანდიდატურა წარადგინეს.

არჩევნებში გიორგი ანდრიაძე მონაწილეობას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით (N9) მიიღებს.

როგორც პრესკონფერენციაზე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ აღნიშნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ეს შუალედური არჩევნები გახდეს პრეცენდენტი - პირველად 2012 წლის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მიიღებს არა ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ რეალურად გამოიკვეთება ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკური ძალა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი მონაწილეობას იღებს აგრეთვე ზესტაფონის მერის არჩევნებში (გოგი წულაია), ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში (მარიამ მაჩაბერიძე), ხოლო ჭიათურის ოლქში „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს - ზურაბ კუპატაძეს.

ტეგები