
სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა მამუკლაძის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს მეტრო 23:00-დან დილის 04:00-მდე უფასო იქნება.
"იმედინიუსის" ცნობით, სადღესასწაულო დღეებში ავტობუსების დამატებითი მარშრუტებიც შესრულდება.
"აღდომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23 საათიდან 28 აპრილის 4 საათამდე მეტროს მომსახურება იქნება უფასო, ასევე გახანგრძლივდება სამუშაო დღე 4 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროს სადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროს სადგურებია: ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მმართულებით ავტობუსები. სულ 8 მარშრუტია. 28 აპრილს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |