ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 14:26
ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული

ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში 0,5659გ. კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა.

უწყების ცნობით, გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ამ დრომდე გახარიას და თადუმაძის უწყებები არ ამბობდნენ, რა ოდენობის და რამდენი სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით მას შემდეგ დატოვა, რაც გირაო - 10 ათასი ლარის ოდენობით გადაიხადა. 

ტეგები