ირაკლი კობახიძე - აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არის მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 15:50
ირაკლი კობახიძე - აფხაზეთში დაწყებული წვრთნები არის მზარდი მილიტარიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება

„ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში და ეს წვრთნებიც არის ამის ერთერთი გამოხატულება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნების დაწყებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა. „ გაგრძელდება კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები