გია არაბიძე: ჩვენი ბედი, რომ დღეისათვის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის საყიდელი ელექტროენერგია
ამობეჭდვა · 24 / 04 / 2019 16:25
გია არაბიძე: ჩვენი ბედი, რომ დღეისათვის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის საყიდელი ელექტროენერგია

ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, საქართველოს გაუმართლა, რომ ქვეყანას ჰყავს მეზობლები, საიდანაც ელექტროენერგიის იმპორტი შეიძლება.

"ჩვენი ბედი, რომ დღეისათვის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის საყიდელი ელექტროენერგია, ასევე ჯერ-ჯერობით ჩვენს ელექტროგადამცემ ხაზებს შეუძლია ამ რაოდენობის ელექტროენერგიის შემოტანა (იმპორტი) და ამ ელექტროენერგიის საყიდელი ფულიც გვაქვს. ხვალ უკვე ვერ გეტყვით, თუ როგორი სიტუაცია იქნება", ცახადებს არაბიძე.

ცნობისთვის, ენერგეტიკოსების განცხადებით, აუცილებელია ქვეყნის შიგნით ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა, რითაც მოხდება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება.